Sunday, January 27, 2013


View Larger Map
ყველანაირი ნარკოტიკი იწვევს დამოკიდებულებას და ანგრევს ჯანმრთელობას!!!!
Add caption
გლობალიზაციის სიომ როგორც ჩანს ასამყაროსაც შეურყია საფუძვლები, მოიხსნა ყოველგვარი ტაბუ, გაღორებული და განარკომანებული ქურდების ადგილი თანამედროვე დამნაშავეებმა დაიკავეს, რომლებიც ფულის გულისთვის წამალს კი არა საკუთარ დედასაც ადვილად გაყიდიან. და წამლავენ ქართველები ერთმანეთს. ვინ იცის, ან ვის აინტერესებს ყოველდღიურად რამდენი ახალგაზრდა იღუპება ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ეს სენი გოგოებშიც გავრცელდა და რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, იოლად გამდიდრების სურვილმა და ელემენტარულმა უნამუსობამ არაერთ ცნობილ ადამიანს დაუბნელა გონება, გასაკუთრებით ე.წ. შოუბიზნესის სფეროში, რომლებმაც თავიანთი ნიჭით მიღებულ შემოსავალს ნარკოტიკების გაყიდვით ნაშოვნი ჭუჭყიანი ფული არჩიეს. შედეგიც სახეზეა-ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით საქრთველო პირველ ადგილზეა მსიოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარების რაოდენობით. ამ მონაცემებით 4 მილიონიან საქართველოში დღეისათვის 270 000 ნარკომანია

Friday, January 25, 2013



NARKOMANS..


ნარკომიანია საქართველოში

   ნარკომანია არა დაავადება, არამედ ცხოვრების წესია ზოგიერთისთვის! რომელსაც ადამიანი ინტელექტის დაქვეითებამდე, სულისა და ხორცის განადგურებამდე მიჰყავს.სამწუხაროდ, ბოლო წლებში ნარკომანია უამრავი ადამიანის ცხოვრების თანამგზავრად იქცა, არავისთვის არ არის საიდუმლო , რომ ახალგაზრდების ნახევარს, ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის გაუსინჯავს გემო ....ყოველ დღე პერსით თუ ტელევიზიით ვიგებთ ნარკომანიით დაღუპულთა შესახებ, მაგრამ მაინც ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.